Monday, November 17, 2014

ტრენინგების რეფლექსიები

I  დღე-20.10.2014  წელი
    გავეცანით:
ტრენინგის მიზნებსა და ამოცანებს;
ტრენინგის  მოდულებს;
პროექტის გეგმის შაბლონს.
განვიხილეთ პროექტების დაგეგმვა.

                                II   დღე  21.10.2014 წელი
გავეცანით:
 სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას,
პროექტების მოთხოვნებს;
პროექტის მახასიათებელ ჩეკლისტს;
შევქმენით ბროშურის ნიმუში.
განვიხილეთ და ვისწავლეთ ვებგვერდის ჩანიშვნის წესები.

                  III  დღე-27.10.2014 წელი.
განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმისსტანდარტები;
ამოვიწერეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი ინდიკატორები ;
ამოვწერეთ21-ე საუკუნის უნარებიდან ის უნარ-ჩვევები,რომლებიც გამოუმუშავდებათ მოსწავლეებს აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას.
დავისახეთ პროექტის საწავლო მიზნები;
ვისაუბრეთ მიმართულების  მიმცემ საკვანძო კითხვებზე.

      IV დღე-28.10.2014 წელი.
დავუბრუნდით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და გეგმის შაბლონში შევიტანეთ მიმართულების მიმცემი კითხვები;გავეცანით შეფასების სტრატეგიებს.შევქმენით დროში გაწერილი სქემა და ყველაფერი შევიტანეთ გეგმის შაბლონში.
 
       V დღე-3.11.2014 წელი
გავეცანით პროექტის პრეზენტაციის ტექნიკას და ავაწყვეთ პრეზენტაცია.
ვისწავლეთ როგორ მოვახერხოთ საწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება.
ვიმუშვეთ გამოკითხვის ფორმების შექმნაზე და კითხვარი გავუგზავნეთ ერთმანეთს ელექტრონულ ფორმაზე.

                       VI დღე-10.11.2014
შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაცია;
განვიხილეთ საავტორო უფლებები და ვილაპარაკეთ web 2 ტექნოლოგიებზე.
ვისწავლეთ კითხვარის შედგენა,გაზიარება,პასუხების დათვალიერება.

                        VII დღე -10.11.2014
დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას.
ვისწავლეთ ბლოგზე ინტერნეტიდან  ინფორმაციის შემოტანა.დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები.ვისწავლეთ სქემების სასურველი თემისთვის მორგების სტრატეგია.გავეცანით საძიებო სისტემებს.

              VIII   დღე-11.11.2014 წელი
გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნაშრომები.გავეცანით დიფერენცირებული სწავლების ტიპებს.შევქმენით დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად.
                   IX დღე-17.11.2014 წელი
ბლოგზე ავტვირთეთ ტრენინგის განმავლობაში შექმნილი პორტფოლიო.
ტრენინგი საინტერესო  და საჭირო უნარ-ჩვევების მომცემი იყო. ეს სატრენინგო მასალა დაგვეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვასა და წარმართვაში,რაც სწავლა-სწავლების ხარისხს აამაღლებს.



       



No comments:

Post a Comment