Monday, November 17, 2014

ინტელის სასწავლო პროექტი

 

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
რიტა საღინაძე.
რაიონი
ცაგერის რაიონი.
სკოლა
ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა.
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
„Я-северный ваш друг и брат.“   С.А.ЕСЕНИН.                    
თემის შინაარსი
მოსწავლეები შეისწავლიან დიდი რუსი პოეტის სერგეი ესენინის ცხოვრებას და შემოქმედებას. გაიგებენ რა აკავშირებდა ესენინს საქართველოსთან და ქართველ თანამოკალმე ცისფერყანწელებთან.იმსჯელებენ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ორი ერის და ქვეყნის ურთიერთობაზე ლიტერატორების ურთიერთობებმა?გამოსცემენ გაზეთს,ბროშურას.მოაწყობენ პრეზენტაციას აუდიტორიის წინაშე.გამართავენ დისკუსიას.
                                                                            
საგანი
რუსული ენა.     
დონე/კლასი  
III საფეხური. X კლასი.         
განხორციელების დროის ჩარჩო
7    45 წთ-იანი გაკვეთილი | თვეში 1 გაკვეთილი|.
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
უცხ.ს.V.2. მიმართულება- მოსმენა.
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა სახის აუდიოჩანაწერი.
უცხ.ს.V.5. მიმართულება- კითხვა.
მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიის წაკითხვა და გაგება.
უცხ.ს.V.11. მიმართულება-წერა.
მოსწავლეს შეუძლია დაწეროს ესსე,რომელშიც გადმოსცემს საკუთარ შთაბეჭდილებებს.
უცხ.ს.V.18. მიმართულება-ლაპარაკი.  მონოლოგური მეტყველება.
მოსწავლეს შეუძლია ზეპირი მოხსენების წარდგენა(პრეზენტაცია).
უცხ.ს.V.21. მიმართულება-კულტურათა დიალოგი.
მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.
უცხ.ს.V.22. მიმართულება- უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება(მედიაცია).
მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
უცხ.ს.V.23. მიმართულება- სწავლის სწავლა.
მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს რესურსები სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლე ამოიცნობს პიროვნების მოღვაწეობის სფეროს.იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს.ასათაურებს ესსეს.შესაბამისად აფორმებს ტექსტს.წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსებს.შეისწავლის უცხოენოვან წყაროებს.იყენებს ისტ-ს პროექტის განსახორციელებლად.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
მოგეწონათ მოსმენილი სიმღერა?
რამდენად ჰარმონიულად ისმის ტექსტი და სიმღერა?
გაინტერესებთ ვინ არის სიმღერის ტექსტის ავტორი?
თემატური კითხვები
ვინ არის სერგეი ესენინი?
სადაური პოეტია ესენინი?
გსმენიათ ესენინის და ცისფერყანწელების ურთიერთობების შესახებ?
შინაარსობრივი კითხვები
სად და როდის დაიბადა სერგეი ესენინი?
როგორ ფიქრობთ,რატომ მოიხსენიებს ესენინი საკუთარ თავს ქართველი პოეტების ძმად და მეგობრად?
როდის ჩამოვიდა ესენინი საქართველოში?
რომელი ლექსები მიუძღვნა ესენინმა კავკასიას და საქართველოს?
რომელ ქართველ პოეტებთან მეგობრობდა ესენინი?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










კითხვების დასმა.

ბროშურა.
გაზეთი.

კითხვების დასმა.

ლიტერატურულ ნაწარმოებზე დისკუსია.
კითხვების დასმა.
 საკლასო ესსე.
ქულობრივი შეფასების გზამკვლევი.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
კითხვების დასმის მეთოდი პროექტზე მუშაობის დაწყებამდე  მოსწავლეებს წინარე ცოდნის დადგენაში ეხმარება.პროექტის სარეკლამო  ბროშურაზე და გაზეთზე მუშაობის დროს ფასდება მოსწავლეთა შემოქმედებითობა,კომუნიკაციის,თანამშრომლობის,პასუხისმგებლობის გაზიარების უნარ-ჩვევები.კითხვების დასმის მეთოდი პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას უზრუნველყოფს.ხოლო დასრულების შემდეგ მასა
ლის გაგებისა და ათვისების ხარისხი მოწმდება.მოსწავლეთა მონაწილეობა საბოლოო  დისკუსიაში ქულობრივი შეფასების გზამკვლევის მეთოდით  შეფასდება.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები: ისტ-ს გამოყენების უნარ-ჩვევები.
სასწავლო პროცედურები
პროექტზე მუშაობის  დაწყებამდე პირველი შეხვედრის დროს მოსწავლეები ისმენენ  სერგეი ესენინის ლექსზე დაწერილ სიმღერას.ზოგადი კითხვების დასმის საშუალებით ხდება მათი დაინტერესება და გამოწვევა:მოგეწონათ მოსმენილი სიმღერა? რამდენად  ჰარმონიულად ისმის ტექსტი და მუსიკა? გაინტერესებთ ვინ არის სიმღერის ტექსტის ავტორი და რატომ მიმართა მან ასე ქართველ პოეტებს: „Я северный ваш друг и брат.“?მოსწავლეებს ვუხსნი,რომ ვიწყებთ აღნიშნულ თემაზე პროექტის მომზადებას.მოცემული პროექტის ფარგლებში  შეაფასებენ და გააცნობიერებენ ორი ერის -რუსი და ქართველი პოეტების  ურთიერთობების მნიშვნელობას.ვაწყვილებ მოსწავლეებს შემდეგი  აქტივობის გამოყენებით:ვარჩევ ცნობილ ანდაზებს რუსულ ენაზე.ჩამონათვალის ასლი გადამაქვს კომპიუტერში.გამოვჭრი თითოეულ გამონათქვამს და შემდეგ გავჭრი შუაზე.მოსწავლეები აირჩევენ თითო ფურცელს და მოძებნიან გამონათქვამის  დასაწყისს ან დასასრულს.ისინი ,ვინც დასასრულს პოულობენ, ერთიანდებიან ერთ  ჯგუფში,ვინც დასაწყისს -მეორე ჯგუფში.წარმოიქმნება მოსწავლეთა ორი სამუშაო ჯგუფი.თემატური კითხვების გამოყენებით ფასდება მოსწავლეთა ჩართულობა პროექტზე მუშაობის პროცესში:ვინ არის სერგეი ესენინი?სადაური პოეტია ესენინი? გსმენიათ ესენინის და ცისფერყანწელების ურთიერთობების შესახებ? ინტერნეტით ეძიებენ ინფორმაციას.მოსწავლეებმა იციან,რომ საბოლოო პროექტი უნდა წარუდგინონ აუდიტორიას-სკოლის ზედა საფეხურის მოსწავლეების შესაბამის კლასებს.მოსწავლეების ერთი ჯგუფი იწყებს გაზეთზე მუშაობას,ხოლო მეორე  ჯგუფი  ბროშურაზე მუშაობას აუდიტორიის მომზადების მიზნით(წინასწარი რეკლამირებისთვის). იყენებენ ბროშურის და გაზეთის შეფასების რუბრიკას. ორივე ჯგუფის მოსწავლეები პერიოდულად ხვდებიან ერთმანეთს ინფორმაციის ურთიერთგაზიარების მიზნით.ინფორმაციას  ბლოგის ან ვიკის საიტის მეშვეობით მთელ კლასს უზიარებენ .პროექტის მიმდინარეობისას პერიოდულად ვხვდები თითოეულ ჯგუფს და განვიხილავთ მათ სამოქმედო გეგმას,რათა მუშაობა სწორი მიმართულებით წარმართონ.შემდეგ ჯგუფები ისევ ხვდებიან ერთმანეთს უკუკავშირის მიზნით.ამისათვის ისინი თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმას იყენებენ.
      ორივე გუნდი ერთად იკრიბება და წარდგება აუდიტორიის წინაშე.განიხილება როგორი გამოცდილება მიიღეს.განიხილება პრეზენტაციები.როგორი იქნება აუდიტორიის დამოკიდებულება,როგორ მიიღებს პროექტს,რა მოსაზრებები გაჩნდება?მოსწავლეებს საკლასო დავალებად მიეცემათ ესსე.მათ უნდა გამოხატონ თავიანთი ცოდნა და მოსაზრებები თემასთან დაკავშირებით,უკვე გამოკვლეული და საინფორმაციო ტექსტების საფუძველზე-პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.საორიენტაციო შინაარსობრივი კითხვები:სად და როდის დაიბადა ესენინი?რომელი ლექსები მიუძღვნა ესენინმა კავკასიას და საქართველოს?როდის ჩამოვიდა ესენინი საქართველოში და არის თუ არა მნიშვნელოვანი დღეს რუსი და ქართველი პოეტების ურთიერთობები?შემაჯამებელი დისკუსიის მთავარი კითხვა:როგორ ფიქრობთ,შეიძლება თუ არა გავლენა იქონიოს პოეტების და მწერლების ურთიერთობებმა  ორი ერის და ქვეყნის ურთიერთობაზე?

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
მოსწავლეები აირჩევენ პროექტზე მუშაობის მეთოდს მათი შესაძლებლობების შესაბამისად.
მოსწავლეებს მიეცემათ გაზეთის ან ბროშურის შაბლონი.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

მოსწავლეებს მიეცემათ მშობლიურ ენაზე შაბლონის შექმნის საშუალება.
დაურიგდებათ მშობლიურ ენაზე მოცემული ტექსტები.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
ყურადღება მიექცევა მოსწავლეებისშესაძლებლობების სრულად გამოყენებას პროექტის მასშტაბების გათვალისწინებისას.
მოსწავლეები წახალისდებიან კრეატიული გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
ეპიზოდები ბიოგრაფიიდან.
ინვენტარი/მასალები
კომპიუტერი,პროექტორი,ინტერნეტკავშირი.
ინტერნეტრესურსები
www.sesenin.ru/photo      www.ser-esenin.ru
სხვა რესურსები
 მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან,  მშობლები, მასწავლებლები.